5503220.jpg

ფიზიკა და ტექნოლოგიური პროგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი, საქართველო, 23-25 დეკემბერი, 2022

history_1.jpg

ფიზიკა და ტექნოლოგიური პროგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისი, საქართველო, 23-25 დეკემბერი, 2022

previous arrow
next arrow

დღევანდელი საზოგადოება მთლიანად დამოკიდებულია ტექნოლოგიებზე, რაც განსაკუთრებით ზრდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით კი ფიზიკის როლს საზოგადოებაში, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი დიდწილად განპირობებულია გასული საუკუნეების უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებით ფიზიკაში და ამ დარგის განვითარება და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. 
ფიზიკის განვითარება ხელს უწყობს სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, რადგან ის საფუძველს ქმნის ახალი ტექნოლოგიური მიღწევებისთვის ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ბიო-სამედიცინო კვლევებში, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში და რომლებმაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ასე მკვეთრად შეცვალეს ცხოვრების პირობები.
სამეცნიერო ბანაკზე და კარნავალზე  წარმოდგენილი იქნება პოპულარული ლექციების ციკლი ფიზიკაში თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ; ახალგაზრდა თაობისთვის ადვილად მისაღები ფორმით წარმოდგენილი იქნება ფიზიკის მიღწევები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესში.